Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

вторник, 30 октября 2018 г.



კლუბი  „ხელოვანთა დასი“


კლუბის სლოგანია:
„ისწავლე, ასწავლე, დაიცავი“





ყურადღება!

ტახტისძირის საჯარო სკოლაში 6 ნოემბრიდან ვაწარმოებ  საკლუბო მუშაობას ხელოვნების დარგში
კლუბს უხელმძღვანელებს პედაგოგი : თამარ  ლომიძე

             დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა კლუბში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადებით მიმართონ სიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ:ტახტისძირის  საჯარო სკოლის დირექციას.
 
   განცხადების ფორმა

                                                                           
სიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის დირექტორს 
                                                                          
ქალბატონ მაია ახალკაცს
                                                                          
ამავე სკოლის---კლასის მოსწავლის------------------
                                                                           
მშობლის--------------------------------




გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 გთხოვთ ჩემი შვილი  ------------------   ---------------------------- ჩარიცხოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლის ხელოვნების კლუბში

                                                          პატივისცემით           ----------------------

                                                                                                         /
თარიღი/

                                                 

  
კლუბის წესდება:
1.  
კლუბში ჩარიცხვა ხდება სკოლის  მშობლის განცხადების საფუძველზე დირექტორის მიერ  კლუბის ხელმძღვანელის თამარ ლონიძესთან შეთანხმებით .
2.  
კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის შინაგანაწესი
3.  
ხელოვნების კლუბში მუშაობისას უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული
4.  
სკოლაში ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას ხელოვნების სწავლით ამიტომ თითოეული კლუბის წევრის მუშაობა იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით
5. 
კლუბში მუშაობისას არის რისკირომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალურირისთვისაც თითოელ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებლი ოპტიმალური დროის შერჩევას  საკლუბო მუშაობისათვის.
6. 
კლუბის მუშაობის დასასრულს მოეწყობა დიდი პრეზენტციარაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის სწავლით.






განაცხადის ფორმა ხელოვნების კლუბში გაწევრიანების
მსურველთათვის

სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––
კლასი: –––––––––––––––––––
მისამართი, ტელეფონი  ან ელ.ფოსტა: ––––––––––------------------
ჩემი ინტერესები: –––––––––––––
რას მოველი კლუბის  საქმიანობისგან ? : ––––––––––––-----------------------------------------------------------------------------------
თარიღი: –––––––––––––







კლუბ ,,ხელოვანთა დასის’’  წესდება :
       
ა) მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საკლუბო მუშაობაში, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და აქტიური მოქალაქის უნარ–ჩვევების გამომუშავება.
ბ) ცოდნის გაღრმავება მსოფლიო კულტურის შესახებ.
გ) კლუბი თავის მიზნებს  ახორციელებს სკოლაში.



კლუბის მიზანია:
·         VIII-IX კლასის მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების,შესაძლებლობების,უნარების,ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში.
·         მოსწავლეთა ინფორმირება ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარებისა და მსოფლიო კულტურის შესახებ,თუ რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში.რა გზა გაიარა ხელოვნებამ დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე.
·         მოსწავლეთა ინფორმირება თანამედროვე ხელოვნების დარგების გაცნობით(არქიტექტურა,თეატრ,კინოხელოვნება,ლიტერატურა,მუსიკა,მხატვრობა,ფოტოგრაფია და ..) და მათი აღჭურვა თეორიული,პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით.

შედეგები:ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ქართული და მსოფლიო ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს  უძველესი დროიდან დღემდე და ხალხურ შემოქმედებას,  არკვევენ მათ შინაარსს, დანიშნულებასა და როლს საზოგადოების ცხოვრებაში. აკავშირებენ მათ ყოველდღიურ რეალობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან, ეცნობიან მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა კონტექსტებს.
მოსწავლეებს უვითარდებათ სამყაროს ესთეტიკური აღქმის, დაკვირვებისა და მისით ტკბობის უნარი. ამისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოში ხელოვნებისა და მისი ელემენტების მრავალფეროვნების აღქმასა და გააზრებაზე .
მეთოდოლოგია:
·         მოსწავლეების ყურადღები  გაამახვილება იმაზე, თუ სად და რა სახით შეხვედრიათ ხელოვნება, მისი გამოვლინება ყოველდღიურ ცხოვრებაში (ილუსტრირებული წიგნები, სათამაშოების დიზაინი, ანიმაციური ფილმები, მუზეუმებში და გალერეებში არსებული ხელოვნების ნიმუშები და სხვ.)
·         ჯგუფური მუშაობა. არგუმენტირებული მსჯელობა ,პრეზენტაცია,გონებრივი იერიში,მინი ლექცია,დისკუსია.

კურსის მოკლე აღწერა:
კინოხელოვნების ზოგადი მიმოხილვის გაცნობა.
ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის გაცნობა. გაეცნობიან მსოფლიო ხელოვნების ისტორიის კონკრეტულ საკითხებს. განხილული იქნება პრეისტორიული ეპოქა.ძველი საბერძნეთი, ელინიზმი და რომი (ანტიკური ხელოვნება, კრეტა-მიკენის ხელოვნება, ბერძნული კლასიკური ხელოვნება, ელინისტური ხელოვნება, ეტრუსკული ხელოვნება,); ბიზანტიის ხელოვნება; დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ხელოვნება (რომანული და გოთური ხელოვნება _ არქიტექტურა, ქანდაკება, მხატვრობა); რენესანსის ხელოვნება (არქიტექტურა, ქანდაკება, მხატვრობა); საქართველოს კუთხეები და მათი ტრადიციები.

აქტივობის დასახელება
განხორციელების თარიღი
შენიშვნა
1
კლუბის წევრების შეკრება და ლიდერის და მისი მოადგილის არჩევა
6.11.2018
2
ხელოვნების დასაწყისი. კრეტა-მიკენის კულტურა.
20.11.2018
3
ანტიკური ხანის აღმოჩენილი იარაღები,აქსესუარები,ნივთები.(ვიდეოჩვენება.)
4.12.2018
4
ძველი რომი. კინო ჩვენება
18.12.2018
5
ძველი საბერძნეთი. დოკუმენტური ფილმის ჩვენება
25.01.2019
6
ეგვიპტური და ქართული ნაგებობები(პირამიდები ყორღანები)
12.02.2019
7
რენესანსის მხატვრობა
26.02.2019
8
.კინოხელოვნების ზოგადი ისტორია.პირველი ფილმები.(კინო ჩვენება). ფოტოგრაფია.პირველი ფოტოაპარატი.მინი-ლექცია პრეზენტაციით.
18.03.2019
9
პროექტი: როგორ დავწეროთ სცენარი
პოსტერის შექმნა :კინოაფიშა
1.04.2019
10
.სცენარის დადგმა თემაზე :
18.04.2019
11
.საქართველოს კუთხეების კულტურა და ტრადიციები
1.05.2019
12
საქართველოსღირშესანიშნაობები,კლდეშინაკვეთი
ქალაქები.(ვიდეოჩვენება)
18.05.2019
13
.თანამედროვე ხელოვება. მხატვრობა, ქანდაკება.
30.05.2019
14
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები საზღვარგარეთ
10.06.2019








კლუბის წევრობა.
ა) კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე ( VIII-IX კლასიდან )
კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
ბ) კლუბის ლიდერი უნდა იყვეს მოსწავლე,რომელსაც აირჩევს   კლუბის წევრების უმრავლესობა.
გ)კლუბის კურატორი იქნება პედაგოგი,რომელიც გაუწევს ხელმძღვანელობას კლუბს წლის განმავლობაში.
      
წევრების უფლებები:
    ა) მონაწილეობების მიღება საერთო კრებაში.
    ბ) აქტიური საარჩევნო უფლება კლუბის ხელმძღვანელობის არჩევნებში
    გ) საკუთარი წინადადებების წარდგენა, აქტიური მონაწილეობა აქტივობებში.
 

  წევრების მოვალეობებია:
ა) წესდების დაცვა.
ბ) კლუბის წევრებთან შეთანხმებული ქმედება, ეთიკური ნორმების დაცვა.
გ) კლუბის გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილება.
        
    კლუბის ხელმძღვანელობას შეადგენენ:
ა) საერთო კრება.
ბ) კლუბის გამგეობა.
საერთო კრებაში შედის კლუბის ყველა წევრი.
საერთო კრება არის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო, უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით.

კლუბის გამგეობა.
ა) ხელმძღვანელობს  კლუბის მიმდინარე საქმიანობას.
ბ) არის წარმომადგენელი მის გარეთ.

 კლუბის კურატორი:
კურატორი(პედაგოგი,რომელიც ხელმძღვანელობს კლუბს)  მხარს უჭერს და ეხმარება კლუბს საქმიანობაში, იგი შუამავალია კლუბსა და სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს შორის.